ფოლკლორი/FOLKLORE

ფოლკლორი არის ის რაც მაძლევს სიცოცხლეს…

მე მინდა ჩემს ახალ ბლოგზე ეს თემა დავიწყო დღევანდელი დღის კონცერტის მოკლე აღწერით.

დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის ანსამბლის “მიჟე ნარი”-ს კონცერტი (მიჟე ნარი – სვანური სიტყვაა და ნიშნავს მზის შუქს, მზის ნათელს). ანსმაბლის ხელმძღვანელია ბატონი ჯუმბერ მუკბანიანი, დიდი იოსებ მუკბანიანის გზის უბადლო გამგრძელებელი.

კონცერტი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ იქნა ორგანიზებული, წამყვანი ნატალია ზუმბაძე (ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ სხვა დროს), როგორც იქნა მოიფიქრა გიორგი უშიკიშვილმა რომ ჯუმბერ მუკბანიანი უნდა დაეფასებინა ოდესმე მაინც.

ძალიან კარგი კონცერტი იყო, ზოგიერთის უკბილო ხუმრობებსა და კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეგეც ხომ ფოლკლორია 🙂

რაც ყველაზე განსაკუთრებული იყო, დღევანდელს დღეს, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის ისტორიაში პირველად მოხდა მისი Twitter-ით ტრანსლაცია, რომელსაც თან ახლდა ფოტო მასალა. ეს იყო პირველი პრეცენდენტი წერილობითი ტრანსლაციისა, თუმცა კი იმედი მაქვს ჩემი გეგმები უახლოეს მომოვალში გამართლდება და მერე ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვპირდები ყველას ვისაც ქართული ჯიგარი აქვს, ქიციც იცის და ქიცმაცურიც 🙂

ესეც Twitter-ის სკრინშუთი :))

ვიდეო ჩანაწერები გუშინდელი კონცერტიდან:

მიჟე ნარი – პირველი ვიდეო

8 Comments (+add yours?)

  1. komisia
    იან 29, 2010 @ 21:35:13

    მართლაც მშვენიერი კონცერტი იყო, ჩემმა მზემ!
    უკბილო ხუმრობები კიდე გავატაროთ, რადგან კბილიანებიც ხშირადაა-ხოლმე 😀

    p.s.
    კაია ფოლკლორის გასოცმედიებით აგიტაცია, ალაზანზეც ვაკეთებ რეკონსტრუქციისას ტვიტერ-სახწიგნაკ არხებს და რაც მეტნი ვიქნებით უფრო დიდი ძალა გვექნება 🙂

    პასუხი

    • chakrulo
      იან 30, 2010 @ 06:19:57

      რამდენი ხანია ვქადაგებ ინტერნეტს მიაწექით ბიძია თქო და არ შვება ეს შენი ძმაკაცი 😀
      იმედია პირველი თებერვლიდან ნორმალურ საიტს მაინც გაუშვებს…

      პასუხი

      • komisia
        იან 31, 2010 @ 02:05:14

        http://folk.ge/test/
        დიზაინი მაგარი საკაიფოა! მარა ცუდია რომ მხოლოდ დიზაინია საკაიფო, ფლეშით გადატვირთვაზე რომ არაფერი ვთქვა, საერთოდ არ აქვს საძიებო სისტემისთვის ოპტიმიზაცია, ანუ უცხო დაინტერესებული მომხმარებლისთვის საიტი ფაქტობრივარ არ არსებობს, უბრალოდ ვერ იპოვნის. არც კონცეფტი აქვს დახვეწილი, აშკარად დიზაინერის გაკეთებულია და არა დეველოპერის.
        თუმცა ძალიან კარგია რომ ამაში ფული დახარჯერს და ესტეტიურად ლამაზი საიტი გააკეთეს, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია!

      • chakrulo
        თებ 01, 2010 @ 02:08:14

        კარგი რა ძიაა რაა, მასეთი ლოგიკით მიშას თვითმფრინავში გადახდილი 35 მილიონი დოლარი ზედ მისწრებაა ჩვენთვის… 😀

        საერთოდ საიტს რომ გქონდეს რა არის ამისთვის პირველ რიგში საჭირო?

  2. iameosi
    თებ 02, 2010 @ 09:33:02

    ვაააააააააააააა, რა კაიაააააააააააა…კაია რა! ყველაფერი! 🙂 ხამივით ვათვალიერებ შენს ბლოგს! ყველაზე ქართული ბლოგი საქართველოში და მსოფლიოში !

    პასუხი

    • chakrulo
      თებ 02, 2010 @ 14:36:01

      მაშ ფოლკლორი მოგწონს?
      მერაბი როგორ არის მაგ საკითხთან?:)

      მე და ნინო ვაპირებდით დავპატიჟოთ ერთად წავიდეთო მეზობლებიო, მაგრამ ნინომ იქნება არ მოწონთო და გამოგვექცენო 😀

      პასუხი

      • iameosi
        თებ 15, 2010 @ 10:46:34

        მე 15 წელი ვცეკვავდი ბიჭო. სულ ტაში ბიჭო გიორგუნა გამქონდა 🙂 ჰოდა, მეოსაც მოსწონს. ნუ, ჩემნაირი ხამი არ არის. შენ თქვი და! მთავარია რამის 11 სთ არ იყოს.

        და საერთოდ, როგორ ხართ?

      • chakrulo
        თებ 15, 2010 @ 12:01:23

        ხოდა ძრიანაც კარგი 😀

        ამი მემრე აღარ ვიმსჯელებთ, თუ კი რამე გაიჩითა ეგრევე გეძAხით და მივდივართ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: