ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.
”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.
ზუსტად რომ ჩემზეა დაწერილი. შეილება მთელ საქართველოზე და ყველა ქართველზეა დაწერილი, მაგრამ ყველამ თავის გულში რომ ჩავიხედოთ… ვიტყვით ჩემზეა დაწერილიო… მაგრამ რას ვაკეთებთ იმისათვის რომ ეს მანკიერებები მოვიშოროთ, არაფერს… აბსოლიტურად არაფერს!
ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვობთ, ვდარდობთ ყოველდღიური სადარდებლით, და ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის გვავიწყდება, ღმერთი გვავიწყდება…
იმ დღეს მამა იაკობმა მითხრა, ადრე უფრო მეტად იყავი რწმენაში, ახლა რა დაგემართაო… მასეა, სადღაც ცაში დავფრინავ, ბედნიერებას ვეძებ ცაში, ოკეანეში, მეგობრებში, საქათველოს კუთხეების დავლაში, ჩემს პატარა ცოლში (რომელსაც დღესაც ვეკამათე, შეილება ის არის მართალი, შეილება მე მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს… როცა ვჩხუბობ, უკვე ჩემი ბრალია!!!), ოჯახშიც, მაგრამ ეკლესიას, ღმერთს და თუნდაც ელემენტარულად ლოცვებს გარეშამო ვურბენ და მიკარებისა მეშინია, მეშინია შრომისაც… არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ რამე გამომივა სასიკეთო, მივეჩვიე იმას რომ რასაც ვაკეთებ ჩემთვის სასიკეთოს ვერაფერს ვაკეთებ, ვერც სხვას ვეხმარები ჯეროვნად. მოკლედ ასე მგონია ცხოვრება ისევ თავიდან მაქვს დასაწყები, სასწავლი და სანახავი 25 წლის ბიჭს…
არადა ბედნიერებაც და სიყვარულიც აქვე მაქვს, ხელის ერთ გადაწვდენაზე, მაგრამ ხელის მოკიდების მეშინია, შრომისა მეშინია, შრომისა რომელსაც რამის შექმნა და დატოვება შეულია ამქვეყნად ჩვენი გარდაცვალების შემდეგ, სხვაგვარად რა დარჩება? კომპიუტერი?:) აიფონ? 🙂 მეგობრები?:) (მეგობრებიც საკითხავია რამდენად მეგობარი გყავს გვერზე, გადაყვები მთელი ცხოვრება და უცებ ისე დაგიცდენს ფეხს, დაგცემს ბეჭებზე.)
რითი ვცხოვრობ? რატო ვცხოვრობ? რამეს თუ გავაკეთებ საერთოდ სიკვდილამდე მყარს და მნიშვნელოვანს?
იან 22, 2011 @ 00:34:32
ვა, ბექა, დასაწყისი რაღაც ილიასეულს გაქვს და მაგისია? 🙂
იან 22, 2011 @ 00:41:01
არა გურო, აი: http://magic.collection.ge/?p=922