ხეში წყალი ჩადგაო და 14 თებერვალი დადგებაო :))

2 Comments

ეს ძველი ანდაზაა, რომელსაც ავტორი არა ჰყავს 😀

ანუ იმის თქმა მინდოდა რომ რატომღაც სიყვარულის დღე აღინიშნება დღეს, არადა სიყვარულის დღე სულ არის, რას მიქვიან დრო და ამინდი?!!!

სიყვარულს მგონი არც მალვა უნდა და არც დღის დათქმა, სიყვარული უნდა იღვრებოდეს ჩვენის გულებიდან სხვების, ყველას გულებისაკენ.

ძილინებისა დუდღუნიკო :*

 

 

Going to back on my Wordprees Blog

დატოვე კომენტარი

I think I should be back to my blog, as I fill some extra space in my time table for these days 😀

ცხვარ-მეცხვარეი თავი ანგელოზი ჰყამსო:)

2 Comments

გამარჯობათ,

გუშინ ძაღლები გამოფენა გაიმართა დიდუბი მანეჟში ხოდა წინა დღით დამირეკა ერთმა ოქრო კაცმა და აგრე მითხრა ძაღლი უნდა გადმოგცეთ სუფთა სისხლის მეცხვარე რო ცზვარში წაიყვანოო:)

ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა, ხოდა შაბათ დილით მივედი და ოფიციალურად გადმომცეს კავკასიური გრძელბეწვიანი მეცხვარის ლეკვი, უფრო სწორად მითხრეს მიდი და აირჩიე, ხოდა ავარჩიე ხვადი, ანუ მამალი. მაგარი კაცი იყოო, ნოხი იყო დაფენილი და ეძინა, კი არ ეძინა კოტრიალობდა, აი მე რო ვყოფილიყავ მეც მაგრე გავგორდებოდი და ალბათ მაგიტო მემეწონა უფროოოო:)))

ოფიციალურად გადმოგვცეს 8 მეცხვარეს, რაც საგულისხმოა აქ ყველა ახალგაზრდები ვიყავით და ეგ ძალიან სასიხარულოა!!!

სანამ ყმაწვილს წამოვიყვანდი სახლში იქვე ნოხზე მიაფსა და მოვიდა ისევ ჩემთან:))))) ხოდა დავავლე ხელი და გამოვგაზე შინაითკენ:)))

სახლში დაეხვივნენ დიდი პატარა, გავაქციეთ ვეტ კლინიკაში რო აგვეცრა ჭიაზე და მიგვეღო კონსულტაცია, საჭმელიც ვიყიდეთ და სრულფასოვნად დამოძღვრილები წამოვედით:))))

წუხელ ჩემმა ცოლმა და უმცროსმა დამ მოიწადინეს და დავბანეთ, უნდა გენახათ გამშრალებაზე როგორ კაიფობდააა:)))

ახლა ერთი პრობლემა გვაქ, ჯერ სახელი არ მოგვიფიქრებია იმიტო რო რამე მეცხვარული სახელი მინდა “კოკის”, “არნოლდს” ან “ვიაჩენცას” ხო არ დავარქმევ ძირძველ ქართველ
მეცხვარეს??? ახლაპატარაა და ტვინი არა აქვს თორე რო გაიზრდება არ გამლანძღამს შე ოხერო ეს რა დაგირქმევნია, რო მეძახი ყურებსა ვხუჭამო?:))))))

ესეც უსახელო მეცხვარის სურათი:

ღმერთს ებარებოდეთ,

ბექა

სიყვარულობის დღეები

დატოვე კომენტარი

ბროშკა მიყვარხარ!!! ყოველდღე, ყოველწამს და ყოვლადუგონოდ!!!

ეს ისე, შესახსენებლად :*

იორი

%(count)s კომენტარი

ხვალ იორზე მივდივარ. “იორ”-ს ვეძახით ჩვენ მეურნეობას, ეს არის დედოფლისწყაროს რიონის სამხრეთის საზღვარზე, მდინარე იორის დაგუბების ადგილას, აქ არის ჩვენი მეურნეობა 🙂

1992 წელს მამაჩემი გახდა მეურნეობის დირექტორი, რომელსაც იჯარით  ჰქონდა “დალის მთის” წყალსაცავი, მდ. იორზე, თევზჭერის მეურნეობის მოსაწყობად, ერთი წლის მერე მან გამოისყიდა. ამ ადგილიდან საზღვარი 10 კილომეტრშია, ხოლო იმ პერიოდში საზღვარი საერთოდ არ კონტროლდებოდა, ვინაიდან სახელმწიფო არ იყო, თათრები გადმოდიოდენ და ჩვენ მიწებზე სოფლებს აშენებდენ… მე მახსოვს ეს… მახსოვს მამაჩემის წუხილი ამაზე, პაპაჩემის წუხილი… მაგრამ გადიოდა წლები და ჩვენი მერუნეობის წყალობით იქ ყოველდღიურად 4-5 ქართველი მოძროაბდა, რომელიც ამ ტერიტორიას თAვს არ ანებებდა… მერე მამაჩემმა ცხოვრის საძოვრები აიღო პაპაჩემთან ერთად წყალსაცავის გარშემო… ამით იქაურ თევზის მეურნეობას მეცხოველეობაც შეემატა და თათრებიც შევიწროვდენ… ბოლოს ისე გაუხდათ საქმე აქეთ ცხვირს ვეღარ ყოფდენ… მერე ამას სამონადირეო მეურნეობაც მიემატა!!!

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ წლების წინ დიდ გაურკვევლობაში ვიყავი, სწავლას რომ დავამთავრებდი რა უნდა მეკეთებინა და რა უნდა მექნა, მამაჩემს უნდოდა რამდენიმე წელი თბილისში ვყოფილიყავი, თAვისიც გაიტანა, უნივერსიტეტის დამთავრების მერე, ბანკში დავიწყე მუშაობა, მაგრამ…

თითონაც მიხვდა რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ ისევ ღმერთმა ინება იმ გზაზე წავსულიყავი რომელიც ჩემი ოჯახის გზა არის და რომლითაც ყველაზე ბედნიერი ვიქნები, თუმცა კი ყველაზე შრომატევადი, ძნელი და სარისკოა.

ახლა უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი რომ საქმე მიწასთან ახლოს უნდა ვიყო და ხევის ქარივით თავისუფალი უნდა ვიყო! სოფელი ტკბილია, ალალი და წყნარი… შენგან ბევრს მოითხოვს, რადგან შენც ბევრს გაძლევს სულისთვის საზრდოს…

ახლა ძალიან მინდა რომ ყველაფერი გამომივიდეს და ისე ვაკეთო საქმე რომ ჩემს მხარეს გამოადგეს რამე და არა მხოლოდ მე.

პ.ს. ჩემი პატარა ცოლი თუ წაიკითხავს ამ თემას, ნინ, სოფელში მაგარ სახლს და სულ მაკინტოშის ლეპტოპებს დაგიდგავ 😀 😀 😀 :*:*:*

კიდევ ერთი ბლოგი

დატოვე კომენტარი

სპეციალურად უცხო ენოვანი მეგობრებისთვის და ქართული ფოლკლორით დაინტერესებული არაქართულენოვანი ამხანაგებისთვის 🙂     ახლა გავხსენი ახალი ბლოგი:   chakrulos-folk.blogspot.com

გზაკვლევა WordPress-ზე, 2-ე ეტაპი

დატოვე კომენტარი

დავასრულე თემის შერჩევა, ანუ აი ეს თემა დავაყენე რაა 🙂

თუ ვინმეს არ მოგწონთ სხვა მირჩიეთ 😀

ახლა ვიჯეტებს ვცდი ყველას, გამოჩნდება ვინ არის ახვარიიი 😀

გზაკვლევა WordPress-ზე, 1 ეტაპი

4 Comments

მაშ ასე, დიზაინი შევცვალე, რაღაც ვიჯეტთაგანნი დავამატე, ხოდა თუ ვინმეს რამე მოგწონთ, ან არ მოგწონთ მითხარით რაა 🙂  მუსიკალური ფაილების ატვირთვა რომ შევძლო ეგეთი რამე მოწყობილობა ხომ არ იცით?

wordpress-ს ეხლა მოუდექ და ცოტა გეზი მჭირდება 🙂

მირჩიეთ ხალხნო აბა რაღაც რაღაცეები 😀

სურსათის უვნებლობის სისტემა საქართველოში

დატოვე კომენტარი

ესეიგი ახლა ვიმყოფები სურსათის უვნებლობის ახალი სისტემის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც მიდის განხილვა ამ სისტემის. სიტყვით გამოვიდა ბაკურ კვეზერელი, რომელმაც ამ საწარმოთა რეგისტრაციის შესახებ

დღეის ამას იქით საწარმოთა რეგისტრაცი მოხდება საჯარო რეესტრში და არა საგადასახადოშიო

რაშია საქმე?

დატოვე კომენტარი

ბებიაჩემიც ამ ხიდით

დადის ორმოცი წელია,

ბებია ამბობს ეს ხიდი

თამარის დროინდელია

😀

ესეიგი ამ პოსტით მე მაინტერესებს როგორ მოვერგები ვორდპრესის სამყაროს, რა არის მისი სამყაროს არსი და სიმრთელე, განი და გაცი, იგრიკა და ტარიგი 😀

Older Entries Newer Entries