გამარჯობათ,

გუშინ ძაღლები გამოფენა გაიმართა დიდუბი მანეჟში ხოდა წინა დღით დამირეკა ერთმა ოქრო კაცმა და აგრე მითხრა ძაღლი უნდა გადმოგცეთ სუფთა სისხლის მეცხვარე რო ცზვარში წაიყვანოო:)

ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა, ხოდა შაბათ დილით მივედი და ოფიციალურად გადმომცეს კავკასიური გრძელბეწვიანი მეცხვარის ლეკვი, უფრო სწორად მითხრეს მიდი და აირჩიე, ხოდა ავარჩიე ხვადი, ანუ მამალი. მაგარი კაცი იყოო, ნოხი იყო დაფენილი და ეძინა, კი არ ეძინა კოტრიალობდა, აი მე რო ვყოფილიყავ მეც მაგრე გავგორდებოდი და ალბათ მაგიტო მემეწონა უფროოოო:)))

ოფიციალურად გადმოგვცეს 8 მეცხვარეს, რაც საგულისხმოა აქ ყველა ახალგაზრდები ვიყავით და ეგ ძალიან სასიხარულოა!!!

სანამ ყმაწვილს წამოვიყვანდი სახლში იქვე ნოხზე მიაფსა და მოვიდა ისევ ჩემთან:))))) ხოდა დავავლე ხელი და გამოვგაზე შინაითკენ:)))

სახლში დაეხვივნენ დიდი პატარა, გავაქციეთ ვეტ კლინიკაში რო აგვეცრა ჭიაზე და მიგვეღო კონსულტაცია, საჭმელიც ვიყიდეთ და სრულფასოვნად დამოძღვრილები წამოვედით:))))

წუხელ ჩემმა ცოლმა და უმცროსმა დამ მოიწადინეს და დავბანეთ, უნდა გენახათ გამშრალებაზე როგორ კაიფობდააა:)))

ახლა ერთი პრობლემა გვაქ, ჯერ სახელი არ მოგვიფიქრებია იმიტო რო რამე მეცხვარული სახელი მინდა “კოკის”, “არნოლდს” ან “ვიაჩენცას” ხო არ დავარქმევ ძირძველ ქართველ
მეცხვარეს??? ახლაპატარაა და ტვინი არა აქვს თორე რო გაიზრდება არ გამლანძღამს შე ოხერო ეს რა დაგირქმევნია, რო მეძახი ყურებსა ვხუჭამო?:))))))

ესეც უსახელო მეცხვარის სურათი:

ღმერთს ებარებოდეთ,

ბექა