ხვალ იორზე მივდივარ. “იორ”-ს ვეძახით ჩვენ მეურნეობას, ეს არის დედოფლისწყაროს რიონის სამხრეთის საზღვარზე, მდინარე იორის დაგუბების ადგილას, აქ არის ჩვენი მეურნეობა 🙂

1992 წელს მამაჩემი გახდა მეურნეობის დირექტორი, რომელსაც იჯარით  ჰქონდა “დალის მთის” წყალსაცავი, მდ. იორზე, თევზჭერის მეურნეობის მოსაწყობად, ერთი წლის მერე მან გამოისყიდა. ამ ადგილიდან საზღვარი 10 კილომეტრშია, ხოლო იმ პერიოდში საზღვარი საერთოდ არ კონტროლდებოდა, ვინაიდან სახელმწიფო არ იყო, თათრები გადმოდიოდენ და ჩვენ მიწებზე სოფლებს აშენებდენ… მე მახსოვს ეს… მახსოვს მამაჩემის წუხილი ამაზე, პაპაჩემის წუხილი… მაგრამ გადიოდა წლები და ჩვენი მერუნეობის წყალობით იქ ყოველდღიურად 4-5 ქართველი მოძროაბდა, რომელიც ამ ტერიტორიას თAვს არ ანებებდა… მერე მამაჩემმა ცხოვრის საძოვრები აიღო პაპაჩემთან ერთად წყალსაცავის გარშემო… ამით იქაურ თევზის მეურნეობას მეცხოველეობაც შეემატა და თათრებიც შევიწროვდენ… ბოლოს ისე გაუხდათ საქმე აქეთ ცხვირს ვეღარ ყოფდენ… მერე ამას სამონადირეო მეურნეობაც მიემატა!!!

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ წლების წინ დიდ გაურკვევლობაში ვიყავი, სწავლას რომ დავამთავრებდი რა უნდა მეკეთებინა და რა უნდა მექნა, მამაჩემს უნდოდა რამდენიმე წელი თბილისში ვყოფილიყავი, თAვისიც გაიტანა, უნივერსიტეტის დამთავრების მერე, ბანკში დავიწყე მუშაობა, მაგრამ…

თითონაც მიხვდა რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ ისევ ღმერთმა ინება იმ გზაზე წავსულიყავი რომელიც ჩემი ოჯახის გზა არის და რომლითაც ყველაზე ბედნიერი ვიქნები, თუმცა კი ყველაზე შრომატევადი, ძნელი და სარისკოა.

ახლა უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი რომ საქმე მიწასთან ახლოს უნდა ვიყო და ხევის ქარივით თავისუფალი უნდა ვიყო! სოფელი ტკბილია, ალალი და წყნარი… შენგან ბევრს მოითხოვს, რადგან შენც ბევრს გაძლევს სულისთვის საზრდოს…

ახლა ძალიან მინდა რომ ყველაფერი გამომივიდეს და ისე ვაკეთო საქმე რომ ჩემს მხარეს გამოადგეს რამე და არა მხოლოდ მე.

პ.ს. ჩემი პატარა ცოლი თუ წაიკითხავს ამ თემას, ნინ, სოფელში მაგარ სახლს და სულ მაკინტოშის ლეპტოპებს დაგიდგავ 😀 😀 😀 :*:*:*