“დოლი” ჩვენს ცხვარში

ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ საქართველოში, თუშურ ცხვარში როგორ ხდება დოლი.

“დოლი” ნიშნავს მთლიანად, დროში გაწელილ პროცესს როდესაც ბატკანი იბადება, ასევე მათ რაღაც კონდიციამდე გაზრდის პერიოდს.

 

ბატკნების უმეტესობა, პრაქტიკაში ასეა რომ ღამე იბადებიან ხოლმე, ამიტომ მეცხვარეები მთელი ღამე მორიგეობენ და ვისი “ჯერი”-ც იქნება ვალდებულია იაროს ღამე “დაყრილ” (ღამე ბაკში დაწოლილ) მოსაგებ ცხვარში და როგორც კი ბატკანი დაიბადება ყურადღება მიაქციოს რომ პრებლემები აიცილოს თავიდან.

ბატკნები ხშირად დღისითაც იბადებიან, საძოვრად გასულ ცხვარში, ამიტომ მწყემსებს ვირები მიჰყავთ ხოლმე რომ ახლად დაბადებული ბატკანები ხურჯინებში ჩასვან და მერე ვირი თავისით მოდის ფერმაში, ეს ისეთი მაგარი სანახავია 😀 ვირი მოდის, ხურჯინიდან პატარა ბატკანს ცხვრი გადმოუყვია და ამ პატიოსან ვირს უკან ბატკნის დედა მოყვება ბღავილით. ასე შეხმატკბილებულად მოდიან ბინამდე :)))

ხშირად ხდება რომ დედა საკუთარ ბატკანს არ იკარებს და ძუძუს არ აჭმევს, ზოგი ადამიანივით ქსუვია 😀 ამიტომ ასეთებს რამდენიმე ხნით ათავსებენ “კორაკანაში” (ხისგან შეკრული, ვიწრო თავღია ყუთივით ადგილია) სადაც ეჩვევა შვილს და მერე უშვებს ძუძუზე 😀

 

დაახლოებით ერთ კვირამდე ბატკნიანი დედა ცხვარი ბინასთან ახლოს უნდა გყავდეს. მერე კი დედა და ბატკანი ცალცალე უნდა გყავდეს და მხოლოდ დღეში ორჯერ დილით და ასე 4-5 საათისკენ საღამოთი უნდა დაურიო, ანუ “გასარდლო” რა დროსაც ხდება ჯერ ბატკნების მიერ დედების პოვნა, სუნის მიხედვით, დაპურება და მერე ისევ უნდა დააცალკეო, რადგან ბატკანი დედას ძოვის საშუალებას არ აძლევს, აწუხებს. აქვე დავდებ ვიდეოს და იქ შეგიძლიათ ნახოთ და ისიამოვნოთ, მაგარი სასაცილობე არიან 😀

 

 

ხოდა მაგ ერთ-ერთ დაუმორჩილებ სასაცილოს გამოვეკიდე იმ დღეს და ფეხიც გადავიბრუნე ქვაზე 😀 😀 😀 ხოდა ახლა ვწევარ 😀

 

კარგად იყავით…

 

დატოვე კომენტარი